ქრისტეს ჯვარი


მე არ მეკუთვნის ქვეყნად რაიმე -
გარდა ქრისტეს ჯვრის ღვთიურ აზრების!
ჯვარი მწერია მგოსნის ჯვარით მე,
ჯვარზე ჯვარცმული ქრისტეს ათ მცნების.

ჯვარი ხატია ქრისტე კაცღმერთის!
ადამიანის, მზის, დედამიწის
ჩემი დვრიტაა ღვთის რწმენის ერთის,
ღვთის ათი მცნების მგოსნად რომ ვიღწვი!

ჯვარიდან მშობლურ ქართულის ზენა
სამას წლის ბრძოლით გვიცავს აჭარლებს
ქართული ჯიშის გადასარჩენად!
ამას რომ ვამბობ როდი ვაჭარბებ!

ყოვლის შემქმნელმა გვიძღვნა ქართული!
ჯვარი - ღმერთის და ღვთისმშობელის ძემ!
წმიდა ანდრიას ჯვრით ვართ ნათლული!
მშობელო ერო,ჯვრის ლექსი გიძღვენ!
ქრისტე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი