წავიქეც


ამღვრეულ გზაზე
შეფერადდა
მზის სხივი მწვანედ,
მე სიმარტივე სიმარტოვის
ასფალტზე ვნახე.
ფეხი ჩაეფლო,
სიარული არ შემიწყვიტავს,
რომც შემეწყვიტა
დამძირავდა სხეული თავქვე.
აჰ, ამ ლურჯ ზღვაში
წვიმის წვეთი ვყოფილვარ თავად,
მზე ჩაუყლაპავს ოკეანეს,
როგორც მე ასფალტს!

6 სექტემბერი, 2019.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი