1,2,3-4-5,6,7


რას ნიშნავს იყო უბინაო, უმისამართო?
იმას ხომ არა, შენი გზები ღვთისკენ წარმართო?

   ბევრი ტანჯვაა, ჰე, ამ გზაზე, იწროა სული.
   მხოლოდ აწმყოა ჭეშმარიტი, განა წარსული.

      ყველგან წრე არის, არსად მოსჩანს მისი საწყისი,
      შენ კი საბადო უნდა გქონდეს, განა საწმისი.

         მეოთხე არის ეს აბზაცი, როგორც სამოთხე,
         შუალედური რგოლი არის ტყეში საქოხე.

      გთხოვ, რომ აღმართო ხელი შენი, შესვა სასმისი,
      უფალს მიაგო საუფლისო, კეისარს თვისი.

   ყველა ჭრილობას მე მოგირჩენ, აღმა ასული,
   შენ მთავარია წაიკითხო ლექსი სპარსული.

ჰეი, შენ! გეტყვი საპირწონეს გულგასამართო,
ყოველი სიტყვა შეიცანი, რომ თავი მართო.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი