წერის წერა


რაზე ვწერ, ვიცი?
ტყუილია მთელი ეს სიბრძნე,
არაცნობიერს ხელებს ვუწვდი,
ბრძოლაში ვიწვევ.

რაზე ვწერ, ნეტა,
გამეგება იოტის ტოლი,
ვერსად ვიპოვე
ჩემი მსგავსი, და თანატოლი.

რას მივეძალო,
სად წამიღებს, საითკენ, ზენა,
მინდა, ვუსწორო
საუცხოო სურათებს მზერა.

რატომ ვესწრები
წუთისოფლის ულმობელ ქშენას,
იქნებ, 
უბრალოდ ხურდად მოვრჩი
გაყოფილ ზენაშთს...

--- 
რაზედ დავწერო,
წერა
თუკი გადმექცა წერად? -
ცა გავამხილო არჩევანად,
მზე ბედისწერად!
---

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი