ვმადლობ მამას
შენია სიტყვები: დიდხანს ველოდე დაბადებას აპეირონის; არ მოუჩანდა ზამთარს ბოლო, მსგავსი დიდრონის ყვავილობა მაშინ იწყება, როცა ცის ველზე ქარებისგან აწმყო იცვლება. გამოანათა მარადისის თანაზიარმა, ისე დავიბენ, ძლივს ამკრიფა ჩრდილო-ციალმა, მსგავსი ნათების არ ვყოფილვარ აქამდე მოწმე, გახლეჩილიყო ცა და მიწა - ვყუჩობდი როს მე. ნეტარებისა მოგახსენოთ არ-ვიცი-რა მე, თითქო ის ღამე ყოფილიყო მხსნელი - ვიწამე.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი