ბარისაუ
ზოგჯერ უნდა ესაუბრო შენს თავს - თურმე წვიმა ისე აღარ მოდის. ზოგჯერ კარგი იქნებოდა სეტყვა, თუ გაუძლებ ამ ამაო ლოდინს. ზოგჯერ სიტყვით ვერ გადმოსცემ აზრებს, ზოგჯერ... ზოგჯერ... ჯერ ზოგია - ზოგი. გაგახარებს, ხანაც გაგაბრაზებს - აზრთა რემა, აზრთა მძიმე ჯოგი. თურმე წვიმას დაუნამავს გზები, ნაცნობ ქუჩებს შორის სუნი ასდის, შორით ისევ მოგძახიან ხმები, მშვიდობება გიწევს რკინიგზამდის. წამში ვხედავ ამ უამრავ ფერებს, გავს ნაფერებს ჩემგან დიდი ხნის წინ: მეორე წამს ცა ასკდება მიწას; და ვუყურებ მშვიდად ღმერთთა ჭიდილს. 03:26, 24 მაისი, 2022.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი