სიკვდილი
დიდი ხნის შემდეგ, როცა იხსენებ გაფრენილ დროს და გარბენილ აისს, შენი სიბერე, რომელსაც ფსკერზე მიყავხარ, არრით გაგონებს მაისს. შენ გითქვამს ბევრჯერ: "მიყვარხარ, მენდე", მაგრამ ცხოვრებამ იცინა კვლავაც, მარტო იყავი ნისლნარევ ქარში და მოგიწია გზათა გაკვალვა.. მარტო დარჩენილს მოგწყურდა ბინა, ვერსაით ნახე თუნდ ერთი კარი, შენს გულთან მახსოვს ბევრი დარბოდა, მაგრამ სიღრმეში დაქროდა ქარი! კორიანტელი, რომელმაც გფარა, ყოფილა თურმე სისხლთა ფანტელი, და შენ არ გერგო არც ერთი დაფნა, თუ რაიმე გაქვს არის კანკელი. და დგახარ მაინც, შენ ფეხზე დგახარ სხეულს ატარებ გვემულს ათასგზის, და ელოდები იმ ერთადერთ წამს, როდეს განიცდი უხსნელ კათარზისს. 00:48, 21 მარტი, 2022.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი