ჭედილი
ვინ დარბის ირგვლივ? ირგვლივ სიბნელე, შემაძრწუნები, შესაზარები, მოფენილია უსაზღვრო ბჭემდე, რეკენ ზარები! რეკენ ზარები! არ ეზარება სულს, ვერ გარდასულს, ხორცის სიამე, მთაზე სრიალი. მაგრამ სიმძიმე, სულის ღრიალი, რით ვერ ჩაესმა მორბენალს ღამით? ოხ, ეს ყურები - ვერ-საყურები! და ეს თვალები - არ-სატარები! მთელის სიშლეგით დარბიან აქეთ, - ვინ, სატანები? - ჰო, სატანები. 2 სექტმებერი, 2020.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი