13
ცაში აჭრილი ვერხვი დაიჭრა, მე გავიჭერი, ვეფხვი სალი კლდის, მდელო აჭრელდა, ფიქრი გაიჭრა, ვაჭრის მაჭარი გონებას მიჭრის. ვეღარ დავიჭერ უცნაურ სიზმრებს, ჭრაჭუნებს ძველი ლიანდაგები, ჭრიჭინობელას უდარდელ რითმებს უკვე დააჩნდა ცივი ჰანგები. დრო დამდგარიყო დასასრულეთის, და გაისმოდა ლომების ოდა, საზარელ ღამეს ამუნათებდა და ცივ წყვდიადში მიმოებმოდა. ივნისი, 2021.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი