ბავ)შობა


დიდხანს ვიდექი ამაო ქარში,
ყველგან - ღალატი, არსაით - ტაში.
დიდხანს ვიყავი მე ამ გლოვაში:
ვერც სხვა ვიხილე ფხიზლად თრობაში.

მივუყვებოდი ჩემს გზას უმისოდ,
უმისამართოდ და კვლავ უ-miss-ოდ.
არვინ მისმენდა, არვის უნდოდა
გაგება ჩემი, “მტრის საუბრისო”.

ვწირავ მადლობას - ბერს, ქალებს, ქალაქს,
ვწირავ მადლობას - რასელის დალაქს,
ვწირავ მადლობას - შოპენჰაუერს:
ტკბილად ვიხსენებ ღამის ხმაურებს,

მადლობა შენაც ჩემო ქარმადას,
მადლობა, ჩემო აპეირონო,
ვხედავ, გასტყორცნა ელვა ქარმა დასს
და დრო მოვიდა მთვარე ვიპოვნო.

**

ბევრი ვიხილე ამ გზაზე “მსგავსი”,
იმიტაცია ყოფილა ოდენ,
შეჩერდი წლებო, გატეხე ნავსი,
- შენ მაინც დარჩი, გთხოვ, არ გარბოდე.

ყველა იმათგან, ვისთანაც უბრად
ვიყავი, იქცა მხოლოდ საუბრად.

**

დიდხანს ვიყავი მე ამ გლოვაში
ხანი გამყავდა თვალთა შრობაში,
და ბავშვობაში, და ბავშობაში,
რაც მქონდა უხვად, დამრჩა ყრმობაშიც:

     მე გამოვძერწე ჩემივე თავი
     და ამ სურათით შევიქენ მთვრალი:

          რომ მე ვარ ღმერთი
          და ღმერთადერთი,
          რომ მე ვარ ჩემი
          ხმა ერთადერთი:
          რომ მე ვარ სული
          განუსაზღვრელი
          და ჩემს ნაპირებს
          სულ სდევს ნაღველი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი