გენოფონდის გონფანდი


მითხარ, რა არის საზარელი, რომელი უფრო,
იცხოვრო მარად, არსებობას არ ჰქონდეს ზღვარი,
თუ დროით იყო განსაზღვრული და გრძნობდე მარდად,
რომ შენც გაქრები, ისე როგორც გამქრალან სხვანი.

მითხარ, რა არის საზარელი, რომელი უფრო,
ეწამო მარად, ტანჯვას ჰქონდეს არა მიზეზი,
თუ ტკბობით იყო გარდასული მეათე ცაზე,
მაგრამ იცოდე, ხანმოკლეა ტკბობის მიზეზი.

——
ხანი გავიდა ამგვარ ფიქრში,
მზე მთვარემ ყლაპა,
ვერ მივიტანე იერიში
სიმართლის ზღურბლზე,
ვეღარ გავიგე, დამრჩენია სიტყვები რაღა,
ვზივარ, გონების მახვილ ფანდებს ამრეზით ვუმზერ.

აგვისტო, 2025

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი