გენიალური მრავალი(ვ)ა(რ)
გენიალური მრავალია, კვდებიან ჩუმად. იქნებ იპოვეს უფრო მეტი, ვიდრე დიდება. იქნებ არ ღირდეს ამ ქვეყანას (ვ)უმტკიცო რა-მე, (ვ)იყო მდინარე, რომელიც ზღვას მიედინება. და თუმც გენია მუდამ ხატავს თავისას სახეს, რაღაა იგი, თუ არ ძალუძს სხვებისთვის მომკვა, და თუ აზრები იპოვნიან მთქმელს, გამომსახველს, ნუთუ არა ღირს ამისათვის ადამის მოკვლა? ნუთუ არა ღირს, რომ შეიცნო ბოროტი, მწარე, და თუნდ წაგერთვას მარადისის ადგილი, ფოფხვა, ნუთუ თვით ღმერთი იქნებოდა ადამის მხარეს, რომ არ სცოდნოდა, თუ რა არის - გოდება, მოთქმა. თუ სულმა ნივთი თვისი კარგა, მოისაკლისა, გთხოვ, მიპასუხე, რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს, და თუ ვერ ნახე თოვა, ანდა დარი საყდრისა, მაშ, მიპასუხე - რა აზრი აქვს ამგვარ სიცოცხლეს. აგვისტო, 2025
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი