სიმარტ(I/O)ვე
დღეს სიმარტოვემ მომივლინა განგების კვალი, მკრთალ გულისწყრომას შევაგებე ჰანგების ალი. რომ ეს სულ სხვა დროს გამომეთქვა, ამას ვნატრობდი, თუმც არ დამცალდა, რადგან გულით სხვა დარს ვდარდობდი. ასეა, ჩემი აღსრულების იხილეთ მსჯავრი, ყველა მდაბიოს გასაგონად - იყარეთ ჯავრი. ვერ გაგრძელდება თქვენი ტკბობა უდროო ხანით, რადგან სულს ჩემსას ლაშქრობა სურს უზადო ხმალით. ავლესე პირი გამოუთქმელ ტანჯვათა ხმევით, ხან მარტო განვვლე, ხანაც გზანი ვიარე მხევლით, და ყოველივე, რაც დაწესდა კაცთათვის საზღვრად, მე გადავლახ(VR)ე, შევახვედრე დარტყმები ზღვა-ზღვად. რაა კაცთათვის მიუწვდომი - შუქურა ჩემთვის. მათ კი ვნებები ვერ მოთოკეს, გადიქცნენ სხვაფრად. შუქით გავნათლდი, ნათელ მივეც მე სულის ლამპარს, და იმ დღეიდან გონი, გული ერთმანეთს ერთვის. აგვისტო, 2025
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი