შთამომ-ავალთ
ვერ დავიძინე, დიდის ამბით გონება ქროდა. თვალი მოვავლე ჩანაწერებს, ჯერ ისევ თოვდა. ვერ დავიძინე ამ სუსხიან სიცხეში ღამით და ყურადღება მივაპყარი გულს ერთი წამით. ის სცემდა, სცემდა გამალიმალ, უხვ თრთოლვით სცემდა, გონების თვალი წარსულ დღეთა აჩრდილს დასდევდა. ვერ ვიგონებდი რა მივქარე, ქარი სად ვუშვი, სად ტყვიამ იგრძნო ქართან ერთად ქროლვა მავთულში. შემოვიკრიბე ჯარისკაცად თმინების დასი, ფარჩაკებს ფარჩა მიაჩნიათ მხილების ფასი, ჩემთვის სულ სხვაა ამ ცხოვრების მიმდევი არსი, ჩემთვის ყოველი მათეული არს სრული ფარსი. “მე ვხედავ სიზმრებს” - გამოვთქვამდი ასი წლით ადრე, “არათქვენებურს” - და ეს გული მაინც მათ ვანდე. ვიცი, გენია ჩემი იტყვის სამყაროს სათქმელს, ვიცი, ვუმზადებ შთამომავალთ უცხოვო სასმელს. ძირს გავეგები, მიწას მივცემ ხელებით სალამს, რომ მივუტანო გამარჯვება გენების საწყისს, და თუ მე ვერა - სიტყვას ვანდობ ჩემივე კალამს, რომ შორით ალამს გადმოვხედო, ჩემივე დაწნილს! აგვისტო, 2025
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
1 კომენტარი
მოვქარგე ესე, ხილვა იყო ათასფერგვარი,
ვფიცავ, ჰე ღმერთო, რომ მოვზიდე ათასი ჯვარი,
კორიანტელი, სისხლშერეულ აზრების ნავსი
გავტეხე, და ამ ლომთა ნაცვლად დავტოვე - ბავშვი.