ქარგი მარგე, მომღიმარე
ზოგჯერ, ღამით არ გაძინებს ტკივილი და სევდა, და იხსენებ, რომ ეს ორი სულ, მუდამ თან გდევდა. ზოგჯერ ნატრობ - იქნებ გეხსნას უმათობის კარი, რომ შენც, როგორც მოკვდავთაგანს, გინდა ძილი წყნარი. ზოგჯერ შენში იბადება დიდი რამ გამოცდა, სად კითხვაა - რისთვის წვალობ, რისთვისღა ღირს მოცდა. და შენ ხვდები - ტკივილია არსებობის კვალი; და ვერ ფარავს მას ვერაფრით სიხარულის კვამლი; რომ მის გარდა არავინ და არაფერი მოვა; რომ ზაფხულშიც არ შეწყდება ავდარი და თოვა. და შენ ხვდები - სევდა არის არსებობის არსი; და მის გარდა ყოველივე არის უღვთო ფარსი; რომ იგია შენი თბილი, კარგი მეგო-ბარ(გ)ი; რომ არასდროს არ შეწყდება ქარი მომღიმარ(გ)ი. 28 ივლისი, 2024
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი