420
კანაბისს ვანდე თავი ჩემი, გრძნობათა ხილვა: იყო სურათი, იყო წვიმა, იყო ბილიკი, პეიზაჟები იცვლებოდა როგორც ფირი და... და ხსოვნა ძველთა არ დავკარგე, ვავსე ქილიკით. დრო სივრცე უხვად გაიწელა, როგორც მირაჟი, ზენონის დოქსი - უწყვეტობის გზაში ჩავები, ცხოვრება ჩემი წარმომიდგა, ვითარ ტირაჟი, და შევიყვარე ყველა ჩემგან ნაბეჩავები. თავს სიმსუბუქე, კანზე ცივი სიო დამატყდა, მთვარის სინათლე ათინათად წამში გარდატყდა, ხელი დავავლე მოგონებებს, ქისა გავავსე, და გარინდული მივეგებე შორით აღმასვლას. ტანს სიმხურვალე მოიტანა ბნელეთის ქარმა, ალი მოედო მუზას, მქონდა მე ტროას ომი, ხმამ ნამყო ფრთხილად მოიხილა და განიქარვა ყოველი დარდი, გაამეფა უდროო დრონი. ასე ვიყავი, საუკუნედ გადიქცა წამი. ნაზად ვეწამე, გავაერთე სამივე არდრო: ვიფიქრე, ნუთუ თოვლი ჩემი უნდა მოვბარდნო, რომ მოვაქციო ოკეანის ტალღად მე ნამი.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
1 კომენტარი
რაღა დროს აპეირონია.. )