ნავსი ნავის


ზეციური ნაღველი, სევდა,
უპირობო გარდაქმნა ჩემი,
დელიური ნაწყვეტი, შექმნა,
უპიროვნო გარდასვლა ზევით,

ველიური ჰანგები, ჩექმა,
უმირონო გადათვლა, ხმელი,
დე იურე ფაშატთა დევნა,
უსიროფო სასმელი, რთველი,

საქართველოს მანძილზე ხმევა,
დემონური ძალები, ქვები,
საყუდელთან ნავები ქრება,
მომძახიან ბალღები, ხმები,

სისხლის ბოლო წვეთამდე რევა,
ხიბლში ვზივარ, წამებით ვთვრები,
ურმის ბოლო - ქარები, ხეთქვა,
დამტვრეული ვაზები, თვლები.

ამას ვამჩნევ მყისიერ ხედვად,
არ ვიგონებ, მეხსნება ფრთები,
შრიფტი მცირე, სწრაფ-სწრაფი ბეჭდვა,
კითხულობ და იბნევი, ფრთხები.

სიმაღლეზე ავდივარ, ბნელა,
სანთელივით ჩაქრები, დნები,
და ვამზადებ ეშაფოტს ნელა,
როგორც გალა - ფანჯრიდან ვხტები...

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი