ენკენის სიოს
ჯერ არ დამდგარა გაზაფხული, მე ამას ვხვდები, თუმც შიგადაშიგ მაინც ვიმკი დათესილს, ნაყოფს, თუ მაინც ფიქრობ, მის გარეშე რამეს გახდები - ვგულისხმობ ავდარს, სულს ნაღამევ ჯოხეთში ნამყოფს - მაშ, ძლიერ ცდები, ჩემო კარგო, გიკარგავს ჭკუა. თუკი გგონია ჯვარს უსისხლოდ, წყნარად აზიდავ, ეს ყოველივე, ჭეშმარიტი, სათუო თუა, დეე, აღიღე ხელი შენი ზეკაცთა გზიდან. არა მოიწევს მკათათვეის ხიბლი ნატიფი, და თუ ტირიფი ტოტებს დახრის და ატირდება, ნაფოტებს მისას გამოატანს ენკენის სიოს, მაშინ გონება დადუმდება, დააკვირდება - თუკი მართლა ღირს, რომ საკვები მისცეს ემბრიონს. ასეა, რადგან წუხილი დიდხან გადაიქცევა მდინარის კოლტად, და კალაპოტი, ნაგროვი ზვირთად - თუმც მგოსნისათვის მოსჩანდეს კოხტად - სულის გამოჭმას იწყებს თავიდან და გადიქცევა - საგზალი ტვირთად.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი