ასულზე


ენკენისთვეა,
ხეებიც გრძნობენ
დასასრულს
სასრულს

და იქნებ
ბედის ანაბარად
უშვებენ ასულს,

ტოტების კრთომით
შორს ატანენ
თავისას ნაყოფს

და ზედ უცქერენ
ძირს დაცემულს,
ერთდროს ზე-ნამყოფს.

იქნებ
დეკემბერს,
ამ უბადლო
მკვლელს, გამოსახულს,
არ დაუთმობენ
თავის ერთგულ
შვილს, გამონახულს,

იქნებ
ირჩევენ
მარტო დახვდნენ
საზარელ ზამთარს,
და მთელი რისხვა
დაატეხონ
საკუთარ დავთარს.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი