ხსნა
რომ ურობოროსი ხსნაა, უკვირს ყმაწვილ სულს. მხოლოდ ღირსეულს და მამაცს შეუძლია აქციოს შემეცნების ტკივილი ვნებად. სხვანი, მიუყვებიან ცხოვრებას, როგორც ფოთოლი დაობლებულ შემოდგომას. ის არ გავს გაზაფხულს, რომელსაც ჰყავს მკაცრი მამა და გულმხურვალე დედა: მასში არ არის დაბადება და ვნება. მხოლოდ ქარია მასში! ქარი, რომელიც ფოთლებს გარე ევლება და მიუძღვის ძილისაკენ. მხოლოდ მამაცი სული გაკაფავს ქარის ლაბირინთს უზადო მახვილით. ამადროს, ყმაწვილი სულისთვის შინაგანი მახვილი სხვა არაა, თუ არა - მიზანი. სწორედ ამ მახვილით განგმირავს იგი ყოველდღიურობის ცხრაქიმა გველეშაპს. ამას გარდა, დაქსაქსულ კავშირებში ხშირად ვხვდებით ზღარბს, რომლის არსებობაც საინტერესო ჭეშმარიტებაზე მეტყველებს - უკიდეგანოა განშორება, რომელსაც სული განიცდის ერთობით. ამიტომ, მკაცრად იტყვის პირქუში: შენს გულთან, მახსოვს, ბევრი დარბოდა, მაგრამ სიღრმეში დაქროდა ქარი. პანიკური აშლილობა სხვა არაა, თუ არა მოგონება მიტოვებული სულისა, რომელიც სახლობს მოჩვენებებთან, სამყაროს ბნელ კიდეში. და სწორია - არათუ ჯვარს აცვეს ქრისტე, არამედ ჯვარი აცვეს ქრისტეს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი