ბნელი არს ღამე || Dark is the night || Тёмная ночь


ბნელი არს ღამე, ოდენ ტყვიაა ნაპირთა მჭრელი,
ქარი ევლება მავთულხლართებს, ვარსკვლავნი სდუმან. 
ო, საყვარელო, არ გასვენებს ოცნება ჭრელი,
თვალცრემლიანი, შენ, ბავშვს ურწევ ჩუმად სასთუმალს.

რაოდენ ვყვარობ, რომ იცოდე, შენს თვალთა სიღრმეს,
როგორ მწადია მაგ ბაგეთა ფაქიზი თრთოლვა..
ჩვენს განშორებას უკუნეთიც ვეღარ დაიტევს,
თუმც ხანგრძლივია არდროული შავ ქართა ქროლვა!

მე მჯერავს შენი, ჩემო კარგო, მე მჯერავს შენი,
ეს რწმენა იქცა ბრძოლის ველზე დარად და ფარად!
ბედნიერი ვარ, თუნდ ქვა იყოს ჩემს ზედ ნაშენი,
რამეთუ ვიცი, რომ გულს მითმობ ყოველგან, მარად.

სიკვდილის მძაფრი გრძნობა იქცა ჩემთვის თამაშად,
გარე მევლება, მსახვრელ ხელებს მჭიდებს მტევნებზე.
შენ მელოდები, ვერ იძინებ ჩვენს სარეცელზე
და ეს მანიჭებს ძალას, ვიდგე ფეხზე თამამად!

22 აპრილი, 2025

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ვერონა ავდრიანი🌞3 კვირის წინ

საოცარია!!!❤️❤️❤️

გიორგი პირველიმოსწავლე1 კვირის წინ

❤️

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი