ოკეანე იყო შავი...


ოკეანე იყო შავი ღამესავით,
ღამე იყო ყორანივით შავი.
იდგა კაცი ვარსკვლავების ნათესავი,
მარტოსული,მოწყენილი,მწყრალი.
უხმაუროდ იდგა სივრცე ხორკლიანი,
უხმაუროდ იდგა კაციც წყალთან.
ღრუბლიანი ღამის - შავი ოკეანის-
შრიალებდა იდუმალი კალთა.
იდგა კაცი ვარსკვლავების ნათესავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი