მე დამეწმინდა...
მე დამეწმინდა ყველა სურვილი, შემრჩა ძალიან ბევრი ნაცარი. გამოვიარე წლები გზასავით. სიმებდაწყვეტილ ძველ ჩონგურივით კვლავ გამოვკიდე ჩემი წარსული ჩემი ოთახის ღია სარკმელთან. ხელის აქნევით დავაფრთხე ირგვლივ ყველა მაცდური და მოღალატე სიტყვა, ოცნება, აზრი, აჩრდილი... მხოლოდ შენს აჩრდილს ვერ მოვუხერხე ვერაფერი და, რა ვქნა, არ ვიცი ! ჰქენი სიკეთე და წაიყვანე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი