მე არც სიცოცხლე შემაშინებს...
მე არც სიცოცხლე შემაშინებს და არც სიკვდილი უგლარგაჯობით არასოდეს გავიღვარსლები. დღეს განწირული, უსასოო, ღონემიხდილი, უზენაეს წვრთნით, დამწმენდელით, ისევ აღვსდგები. ქვეყნად არავინ არ წამოვა ჩემდა იმედად, მეც საიმედოდ სიყვარული არც მსურს მახსოვდეს. წავალ და ვივლი, სულ წინ ვივლი, არ მოვიხედავ მე ამ შავ-ბნელი დღეებისკენ აღარასოდეს. სიძულვილის და სიყვარულის მწვერვალზე მაღლა დავდგები მტკიცედ, კოსმიურ გზას მივაპყრობ მზერას. არ დავუყვები არასოდეს სუსხიან დაღმართს, არ დავეცემი, მარტოობას გავუძლებ,- მჯერა. წადი, დამტოვე, დამივიწყე მთელი არსებით. ცრუ მოჩვენებებს აელანდე ცდომის სიზმრებად. ასეთ საქციელს სჯის სიმკაცრე განმაარსებლის, შენ სიყვარული არასოდეს არ გეღირსება. ადრეა შენთვის რომ შეიგრძნო სივრცის სიბრმავე, მიჰყევი შენს გზას როგორც გსურდეს, როგორც გენებოს. ნუღარ მომხედავ, ნუ დამინდობ, ნუ შემიბრალებ, მარადიულო განთიადო, გაუთენებო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი