ბაზალეთის ღამე


ღამემ სიბნელით შემოსა და შემობლარდნა
საქართველოს მთები, ველები...
ცა ღრუბლის ფრთებით დაიფარა და ერთადერთი
ყორანი ჩადგა ზესკნელ-ქვესკნელს შუა.

შავი ნაბადით სახე შავად შემოხურული
აჩრდილი მიდის შავი მერნით
გაწამებულ ქართულ მიწაზე...
დამარცხებული აჩრდილი მიდის.

ერთხელ დამარცხდა იგი მხოლოდ.
მტერთან ბრძოლაში ის არასდროს დამარცხებულა.
მოძმესთან ბრძოლის ჟამს არ ინება გულმა ძლევა,
ერთ მეყისმეყში შეკრთა ნება- და დამარცხდა.

შინაჭიდილში უძლეველმა ვნებამ იძალა,
გაიმარჯვა.
ტვინის ჭინკები ასკინკილით მიუყვებიან
ქვიან აღმართებს,
გამარჯვებულიც დამარცხდა და დამარცხებულიც...

მან ხომ იცის ყველაზე კარგად
თუ რა უშველის ამ წამებულ ხალხს, წამებულ მიწას!
მას ხომ ძალუძს ყველაზე კარგად
შველაცა და ხსნაც!
მაგრამ ესოდენ გემრიელი საზრდელებით და
ასე მაგარი სასმელებით მოზელილი ტანწვა ცნობის,
შემძლეობის ნიჭს სხვას ვის დაუთმობს?!

და მიდის იგი, მიდის იგი მარტო, მდუმარედ.
ობლად დარჩენილ მისივ ფიქრების ნამსხვრევებს ეძებს,
ჩოხის კალთაში აგროვებს უნდოდ...

უსხეულოდ მიილანდება, უწვრთნელობით,
დაუნდობლობით
ნერვებდატენილ მოძმეთა შორის
უკანასკნელად მიილანდება
გმირი სული- აზრწართმეული....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი