რა უხმოდ დადის სიკვდილი...
რა უხმოდ დადის სიკვდილი ქვეყნად! რა ტრალივით დადის სიკვდილი! წუხელ ელექტრონის სადინარი მავთული გამწყდარა ჩვენს უბანში, ჩამოვარდნილა და ძაღლი მოუკლავს. დღეს მთვრალი კაცი ავტომობილით კლდეს შელეწია და დამსხვრეული საავადმყოფოში მიუყვანიათ. - რა ვქნათ, ჩვენ მკვდარს ვერ გავაცოცხლებთო,- უთქვამთ ექიმებს. რა ჩუმად დადის, რა უჩინრად დადის სიკვდილი! როგორ გადიდდა, რა შემზარავად გაიზარდა მისი უგულო საასპარეზო! და მაინც,მაინც,- რა დიდებულად, რა უნაღვლელად, რა ზეიმურად ეფინება მზის ნათელი მიწის ზედაპირს, ქუჩებს და სახლებს, აივნებს, ხიდებს... ისეთნაირად შემოგვღიმის ცა და ბუნება თითქოსდა სიკვდილს აქ არასდროს არ გამოევლოს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი