და აჰა, მგზავრიც ..
და აჰა, მგზავრიც...ჩნდება უბრალოდ! მიწას აჩნდება როგორც იმედი; გამოუვლია ცხელი უდაბნო, ცივი პოლუსი და ყინულეთი. იგი არ ეძებს სამოთხეს ქვეყნად, არც ჯოჯოხეთს და ცდომის მიზეზებს: მას სურს სიმართლის სინათლე შეჰქმნას, მის სულს სასჯელად ეს დაუწესეს. მიაქვს ჯოხი და ცისფერი წიგნი. ძლივსღა იმაგრებს სველი წარაფი,- და მიდის იგი, და მიდის იგი... და ესმის, ესმის, მზის ლაპარაკი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი