მოწყურებული ..
მოწყურებული და სიცხისგან სუნთქვაშეკრული ხრიოკ მიწაზე მივდიოდი ერთი პეშვი წყალის მძებნელი,იმედნეული. ბოლოს გამოჩნდა თვალუწვდენელი ცისფერი სივრცე ნელა მერწევი. აცახცახებულ ხელის ტავროზე მოვიქციე და დავეწაფე. ტანსაცმლიანად გადავეშვი,გავნებიერდი. –რას აკეთებ,უგონო სულო!– გაოცებული ხმა შემომესმა. ნაპირისაკენ მოვიხედე,არავინ ჩანდა. –მარადიული წყურვილების ზღვა არის ეს ზღვა! ისევ მომესმა ხმა უჩინარის. დღის მიწურვამდე დავეძებდი იდუმალმეტყველს და მოვუხმობდი. მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი. და იმ დღიდან უხილავთან საუბარი წყურვილად მექცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი