იგი ზის ჩრდილში ...
იგი ზის ჩრდილში ხუთიათასი წლის წინ დაწერილ ერთი უცნობი პოეტის ლექსს კითხულობს ჩუმად. ჯადოსნურ ფერებს აფათქუნებს დრო შორეული... დამთავრდა კითხვა! მომავალი ხუთიათასი წლის გადაღმა გაიელვა ფიქრმა უეცრად. ერთი ყმაწვილი იქაც ზის ჩუმად. მის ნარუდუნალს დასცქერის გულით და იღიმება... ჟამიდან ჟამზე გადასული ნათელი კრთება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი