Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ldvq9ndd0gm7c4sdbutn5elqd1, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ახლა მე ვეძებ... - აპოლონ ადონია | პოეზია

ახლა მე ვეძებ...


ახლა მე ვეძებ ყველაფერ მართალს
და ხელებს მხოლოდ სიმართლეს ვუწვდი.
ახლა მდუმარედ ვაცილებ ზამთარს,
ახლა მდუმარედ გაზაფხულს ვუცდი.
ჩემი სულიდან ამოდის ალი
გაუხუნარი სხივების თრთოლით.
დგას თებერვალი ელამი თვალით
სივრცეს ეცემა ნამსხვრევი ბროლის.
შორია სითბო, სიცივეც შორი,
სამყაროს გულში კრთება უარიც.
ცისკენ მიიწევს სულის მზე ქროლვით,
ნისლში მიცურავს გზა მიუვალი.
ახლა მე ვეძებ ყველაფერ მართალს
და ხელებს მხოლოდ სიმართლეს ვუწვდი.
ახლა მდუმარედ ვაცილებ ზამთარს,
ახლა მდუმარედ გაზაფხულს ვუცდი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი