მოხუცს
შენს საფლავს ვლოცავ მოხუცო, ჩემო გამზრდელო ბებია. სულ მინდა შვილებს მოვუთხრო, მაგრამ კაცი ვარ, მრცხვენია. იცოდე შენი ზრდილი ვარ, შენი დამჭკნარი ხელების. მეც სიბერისკენ მივდივარ, დავიწყე დათვლა დღეების. შენს სულსაც ვლოცავ ბებია, იცოდე ყველგან მახსოვდი. ზოგჯერ ბურუსი მეხვია, შენს ერთსა ამბორს ვნატრობდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი