მიყვარდა... კი...


მიყვარდა... კი...
ერთხელ მიყვარდა პატარა გოგო,
მეც პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ.
ერთი სურვილი მე მქონდა მხოლოდ,
ვარდი ჩამეკრო მის ლამაზ თმაში.

ახლა კი როცა ვიხსენებ თვალებს,
ჭიქას რომ დავცლი ვისი ბრალია?
ახლა ლამაზი პატარა გოგო,
სხვისი ცოლი და სხვისი ქალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი