შენს თვალებში


მე შენს თვალებში ქრისტეს მირაჟი,
სინათლის სვეტად თეთრი თოლია.
ვარდისფერ ღაწვთა ახალ ტირაჟში,
და სახე შენი ქალღმერთს ტოლია.

მარმარილოსებრ ნაკვეთ თითებში,
თუ სული ჩემიც გაინავარდებს,
გადავეშვები სულ სხვა მორევში.
შენს მკერდზე ხალად დავიდარაჯებ.

ცისკრის ნამივით ჩამოცურებულს,
გრძნობათა ფერებს საბანში ვბუნდავ,
შენი ღიმილით მე ვკარგავ სხეულს 
და სულის ყველა ფანჯარას ვხურავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი