Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_tmgb8rh7bcg3kdh77fja6ko83n, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ნოსტალგია - აპრილი | პოეზია

ნოსტალგია


გუშინ ჩემი დაწყებითების მასწავლებელი მოვიკითხე,
ადამიანი ადამიანისთვის ხსნაა.

".... მას, როგორ ხართ? იმედია კარგად. ხშირად მეფიქრება თქვენზე."
ადამიანი ადამიანისთვის ხსნაა.

წერილის წერისას ცრემლად დავიღვარე, არ ვიცი რატომ...
ადამიანი ადამიანისთვის ხსნაა.

"დღემდე ისე ვფიქრობ თქვენზე როგორც ბავშვობაში - 
მოწიწებით, რიდით, სიყვარულით."
ადამიანი ადამიანისთვის ხსნაა.

"როგორ გამახარე! როგორ ხშირად ვფიქრობ შენზე ...
ჩემო ვაჟკაცო ბიჭო..."
ადამიანი ადამიანისთვის ხსნაა.

"იცოდე შენ დღეს ჩემი მკურნალი ექიმი იყავი"
ადამიანი ადამიანისთვის ხსნაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი