ნის
იცი, ნი, წინა ცხოვრებაში ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. მე მეომარი ვიყავი. შენ ტანიტის ქურუმი ასული. (ნუ იცინი, ნი) გახსოვს? როგორ აწვალებდი სადაფის ღილებს ჩემს მოლოდინში. მე არ მოვედი... შენის საყურის გასერილი მარგალიტის სურნელით მთვრალი, მამაშენმა, ჩემმა სარდალმა, ბრძოლაში მომკლა. აკრძალულია წვივებს შორის გაწყვეტა ჯაჭვის. გაიგე, ნი?! მერე მე ვეგდე ბრძოლის ველზე, ზურგში დაჭრილი და თქრიალით მომდიოდა შენი სახელი, გესმის? renuari July 14, 2009
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი