ბაიჯი
იანძის ქალღმერთო, აღარ უნდა ხალხს შენი ხმის გაგონება. მრავალ ნატანჯ,ბრავალ ჭირ გამოვლილ, ცეცხლსა და ოფლში გამოწრთობილ, ცისქვეშეთის ქვშევრდომებს. ვისაც ოქრო-ვერცხლმა დაუბინდა გონება. მაძღარი დროება დაუდგათ, და აბრეშუმის მატლებივით გახვეულან საკუთარ აპკში. კედლებს მიღმა მხოლოდ ჟანგიანი შუქი ატანს და მარტოობა. მაგრამ ყველას ყველაფერი აწყობს. თითქოს რძე და თაფლი მოედინება იანცძის ძუძუებიდან. მაგრამ აბა როგორ? თუ არ მოუსვი შენი მადლიანი ბაფთა მის უკიდეგანო გულმუცელს და არ აპკურე მასზე შენი მადლი?! როგორ ძინავს ცისქვეშეთს მშვიდად, თუ იანცძი შენი ლოცვის გარეშე დარჩა?! ბაიჯი!! ჰყავი წყალობა, და ჩამოდი ნისლის კალთებიდან.მოაბნიე შენი ნათელი ამ ცოდვილ არემარეს. შეაშრე ცრემლი თვალზე, მათ ვინაც შენს ლოდინში აიხლართა დროსა და სივრცეში. დალეწე ბორკილები, დაუამე ტკივილი ერთგულ ყმებს. და არ მოაკლო სითბო მათ მიუსაფარ სულებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი