შავი შაშვი
ნაშუადღევს, გაეპარება აპოლოს გალიიდან შავი შაშვი. მოფრინდება, ჩამოჯდება ჩემი ფანჯრების წინ მილზე, იწყებს გალობას,დაადებს ბეჭედს გაზაფხულს, დაბრუნდება შინ,და ასე ყოველ დღე ალამაზებს ხვალეს. სხვაგანაა აპოლონის ფიქრები,ნაშუადღევს. ან სულაც ღიად ტოვებს გალიას,რომ შაშვმა ამცნოს გაზაფხული არემარეს. მე,კი ყოველ უღრუბლო დილას, როდესაც გავდივარ გარეთ, ავიხედები ზემოთ, ლაჟვარდისკენ, და თითქოს სადღაც შორს ათასი მთისა და ზღვის იქეთ, წვრილ წვრილ გაელვებებში ჩავეფლობი. გამოვეთიშები აქაურობას ცოტახნით, სანამ მტვრისა და მაზუთის სურნელი არ დამაბრუნებს დედამიწაზე. ციფრულ მტვერში, აზელილი ნორმატივების წყება, ხშირად ართულებს ხილვადობას, მაგრამ ყველაფერი იოლდება როდესაც მახსენდება აპოლონის შავი შაშვი. კუპრივით შავი, შესვავს მიზს სხივებს, რათა ოქრო მოაბნიოს, დასიცხულ ქალაქის ქუჩებსა თუ სკვერებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი