ტურბულენტობა


ტურბულენტობა, შამპანურის ნაპერწკლებივით წიწკნის გულ მუცელს და  რაღაც ბედნიერება ეუფლებასხეულს. 

თითქოს თვალები არსად წასულან,
 ისევ ამშვენებენ ნაცნობ და უცნობ არემარეს,
და ჯადოსნური გაელვებები მატულობს მეტად. 

ათას სიზმარში, 
ათას ადგილას,
 ათასებს შორის. 
მილიონებში არეული უყურებს მიწას.
ალუბლების ყვავილობას,გაზაფხულს სიგიჟეს
და ვიწრო ქუჩებს. 

სადღაც კუთხეს მოფარებული ანგელოზები
აუცილებლად დაფერავენ ქალაქს. 
მუდამ მოელვარეს, 
მუდამ ბავშვურს, 
მუდამ მიმზიდველს.

ტურბულენტობა ამირ დამირევს 
სულს და გულ-მუსცელს. 
და ამ სასწაულ ფანტასმაგორიებს
მიხატავს ჭერზე, მზის სხივებად
დრო. 

და თუ სადმეა პეიზაჟი 
მხოლოდ ზეცაში და მის ზურგს უკან.
უბრალოდ გზაში
უბრალოდ ჩუმად
უბრალოდ მიყვება ცხოვრება
ამ უცნაურ რიტმებს.

მხოლოდ დინებას შეუძლია 
სულის დაცხრობა
და მხოლოდ დინებას შეუძლია მისი აღელვება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი