მომენტი
ჰაერში გაყინული წამი, ბავშვური ღიმილით დაჰყურებს აწმყოს. ჩვენც ვიღიმებით , როდესაც ვიხედებით უკან. ეს ღიმილი აღარაა ისეთი ჩვილი,ისეთი სუფთა, როგორც წლების წინ. როდესაც მამა, პაპა, ბიძა გტყორცნიდა მაღლა, გამოგაკერებდა ლაჟვარდის ქვეშ და იყავი ბედნიერი,როგორც პატარა ბეღურა, რომ გაფრინდება პირველად თავისი ბუდიდან. და ასე ხუთჯერ ათჯერ ასჯერ ათასჯერ, უსასრულოდ. მანამ არ უბრუნდები მიწას, აწმყოს სავსეს მოგონებებით, სურვილებით. და ამას აქეთ ხვდები რომ თუნდაც ორჯერ გაგიღიმია ალალად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი