პილიგრიმი


როგორც ბინძური სისხლი,
ისე ედინება ძარღვებიდან სიტყვა.
 ათასი დღე გალეული უაზრო სიჩუმეში.
ძილი გაცვლილი, სიცოცხლეში.
 და სინანული,  ვედრებისაგან გაპობილ
 მდუღარე მკერდში. 

შეეწიე ყოველ მოგზაურს, 
მომლოცველს, ახალი დღევანდელობის,
ვისაც შენს ძიებაში დაათენდა გზაზე. 
ვისაც დაუღამდა და ვერ ანთებს ცეცხლს,
მიეცი ნუგეში და გაუთბე ლტოლვილი ძვლები. 

მიეცი სითბო, იმ სულელებსაც,
რომელნიც ცდილობენ, რომ იმსჯელონ გონით, 
ვისთვისაც ისაა ნამდვილი რასაც თვითონ ეხებიან და ხედავენ. 

შენ ჩაიკრავ მკერდში, 
ვინც, რომ იმედგაცრუებულია, 
თავის მეში და ვერ აუხსნია 
ყოველი მარცხის მიზეზი. 

ალბათ ესაა, რაც ამ სმაყაროს ასე უხანგრძლივებს სუნთქვას.
რაც ზემოქმედებს, ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე. 
მიეცი საზრდო და სიკეთე ყველას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი