პეგას
შემოვაჯდები პეგასს, შევცურავ ღრუბლებში და ღვთაებრივი სიმაღლიდან ვეამბორები დედამიწას მკერდზე. როგორც ყოველთვის ოლიმპოზე არ ვღელავ არაფარზე და ნათელია ჩემი აზრები. დაცლილი ყოველდღიურობის საზრუნავისგან. მხოლოდ თეთრი და ლაჟვარდისფერი ოცნებები . მხოლოდ რეაქტიული ხმაური და აღთქმული მიწის მოლოდინი.