აერო


ტბის პირას დაუბერა ნიავმა და ათასი მთის, ზღვის იქეთ გამიტაცა მთაწმინდის მკერდზე.
ისევ შენს საფირონებში ჩაძირული,არ ვფიქრობ არაფერზე.

ვეჭიდები ღრუბლებს,და ოლიმპოს სიმაღლიდან ვუყურებ,როგორ ემზადება ქალაქი ღამის დასახვედრად. 

 მას აქეთ ასე გრძელდება. გაუთავებლად, თითქოს მრჯადოებულ წრეში ვიყო მოქცეული და უცხო გრავიტაციას ვყავდე დატყვევებული.

 თუმცა ყოველ ჯერზე როდესაც, ვეფლობი ამ მოგონებაში,გარეშე ხმებბი მყისვე მაბრუნებენ დედამიწაზე.
ეს ალბათ იმიტომ რომ არ მოვწყდე მიზიდულობას.

 დრო ვერცხლის წყალივით მისხლტება თითებიდან, თითქოს უცხო პლანეტაზე დავეშვი და დავკარგე მეხსიერება.
და ასეა სულ, რამდენჯერაც მივდივარ ტბაზე. 

ვიყურები შორს სადღაც, პეიზაჟების,
ჰორიზონტების მიღმა. თვითმფრინავების რეაქტიულ ხმაურს  მივყავარ  უკან.ისევ ოლიმპოს სიმაღლიდან,ისევ ღრუბლებზე ჩაჭიდებული,ისევ მთაწმინდის მკერდზე და შენს საფირონებში ჩაძირული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი