და
წამებულთა მანტიებმა დააბნელეს ზეცა მახინისებრ ტემპში. და კატეგორიულად ითხოვენ ქალაქისგან ხარკსა და სოლიდარობას. მანქანური ტემბრით გუგუნებენ, ქადაგებენ, დროის არსსა და რაობას.. და მერე რა თუ ყველას თავის წარსული და აწმყო აქვს.. მომავალი მათ ხელშია! ყოველ შემთხვევაში მათ ასე ერჩივნათ გაერჩიათ აქაურობისთვის აწმყო.. და თუ გინდა რომ მოიპოვო კონტროლი სიტუაციაზე, უნდა ფლობდე მონოპოლიას ნათელზე. რამეთუ სიბნელე ათას შესაძლებლობას აჩენს.. და წამებულები დაფრინავენ გამწარებულები ქალაქში ნაირნაირი ლაბადებით, რათა დააბნელონ მზე. და მათაც ამ საქმიდან რამე დარჩეთ... ათასი წელი შეალიეს ტირანიასთან და სიბრიყვესთან ბრძოლას. შეთხეზეს ათასი ეპოსი და ოდა და ისინიც დაიღალნენ. მათაც გაეხსნათ ჭრილობები, ლეწეს ათასი ცხრაკლიტური და ბორკილები და უკვე დროა გვერდზე გადადონ ქამარ-ხანჯალი, დაასრულონ ეს მარადიული სრბოლა.. მაგრამ გარეთ რომ გავლენ სუდფთა ჰაერის ჩასასუნთქად, არავითარ წემთხვევაში არ უნდა დაავიწყდეთ პარიზში შეკერილი ძვირფასი მოსასხამები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ჯადოსნური აბები,იმპორტიული იდეები და ზიზილპიპილოები.. რამეთუ ბევრია ჩვენში პიტალოები და მათთან ომები, და როგორც ყველა შხამიანი თავმოყვარე გომბეშოები, მათაც აქვთ კარგი ბინა და აგარაკი... და ხშირად მეფიქრება, როგორ არ უნდა ეყენოთ ასეთი შვილების გამზრდელ დედებს ბოლო მოდაზე გაწყობილი ამერიგული თავისუფლების სულით გაჟღენთილი და დაფერილი რარიტეტული კადილაკი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი