***
ცაზე ისევ მთვარეა, ბინდი მაწევს ფიქრების, სული არის ამაღამ დემონების სამეფო. ისევ თეთრად მოელავს სხივი-ყინვის ნათელი; ჩემი გული შორია; სული-შეუცნობელი. სევდიანი თვალები მწუხარებას მოჰყვება, განთიადის ფიქრები, სამარეში გამყვება. აისია ისევ და ძლიერია იმედი, ღმერთის შვილი ხომ ვარ და ბოროტს ვემორჩილები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი