მოხუცი ბავშვი


ქუჩაში მიდის მოხუცი ბავშვი,
მიდის და ჩრდილად დაჰყვება დარდი;
ზიზღნარევ შიშით შეჰყურებს მამას,
დუმილით ისევ საშველად გვიხმობს.
სახლშია ლანძღვა, სკოლაში-ჩაგვრა,
არ იცის რა ქნას, მარტოა თითქოს.
მიდის და ტვირთად აწვება სევდა, 
მიდის და მხოლოდ, დასასრულს ითხოვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი