***


სიყვარულში ჩამითრიო გინდა,
მე კი მხოლოდ განშორება მიჯობს.
ახლა ისევ სინანული ვიგრძენ;
ახლა ისევ მარტოობა მიხმობს;
სულში კვლავაც იისფერად მითოვს,
მდუმარებით მე ხომ შველას ვითხოვ.
მიქადაგებს ტკივილს ისევ ღამე,
ზმანებებით შემმოსეო- ითხოვს.
ახლა ისევ სინანული ვიგრძენ;
ახლა ისევ მარტოობა მიჯობს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი