მარტოობის მხევალი
ისევ მწარედ ეღიმება მხევალს, და ჯვარს დასწერს მარტოობის ზეცას; მთვარის შუქზე გალაღდება სევდა, ტაშს დაუკრავს სინანულის სენაკს. სპეტაკ ლოცვად გაიშლება დარდი, შიშთვილს იბამს ბოროტების ლანდი; სიკვდილისფრად შეღებილა ბაღი, კუბოს კვლავაც ეფერება ვარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი