სავსე მთვარის შუქზე


სულში უსასოო სევდა მეფინება,
ქრიან ეს აზრები, როგორც ქარიშხალი;
ახლა სინანულმა თავი გამახსენა,
ახლა მდუმარეა, ჩუმი განთიადი;
ისევ მარტოობის სევდა მეფერება
სავსე მთვარის შუქზე მუზას ვეგებები;
გრძნობა გადამწვარი გული მეურჩება,
თითქოს, შორიახლოს, ვიღაც მელოდება.
ფუჭი ოცნებების შავ-ბნელ საფლავებთან,
ძონძებ შემოსილი ცრემს ღვრის მოგონება,
ნუთუ ყველაფერი, მართლაც ამაოა,
ნუთუ საბოლოოდ, არის მხოლოდ კვდომა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი