ცათა ქარები


ღამემ მომტაცა ბნელი დარდები,
დილა მოვიდა შემოღამების.
მოწყენილია მთვარე ზმანების,
სასაფლაოსთან დუმან ქალები;
და აგონია ჩემი გონების,
დაღალულია ფიქრთა კაეშნით.
გავახელ თვალებს და გელოდები,
დაგელოდები ნაზი მანტრებით.

გადარეულან ცათა ქარები,
საზღაურია შენი თვალები;
კვლავ მიმატოვე? ვგონებ წახვედი;
ეს მოელვარე ლურჯი აზრები...
დაიღვენთება წნული სანთელი,
ლოცვად გადმოვა ჩემი სათქმელი.
და შენი ცქერით ისევ დავდნები,
და შენზე ლოცვით ავკიაფდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი3 წლის წინ

ლამაზი ლექსია.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი