მე მაშინ მოვკვდი როცა გინატრე


მე მაშინ მოვკვდი, როცა გინატრე
და პირჯვარივით გადაგისახე;

მე იმ ლამაზი წამის ვიწამე
და თეთრ ღამეში გარდავიცვალე;

იქ მინდა ყოფნა, სადაც მიწამეს
და სიყვარულში გადამიბარეს.

ისევ სიმშვიდის ჟამი ვინატრე
და სიმარტოვით გადავიღალე.

და ის ოცნება დღეს რომ მიმაფრენს
კვლავ სინანულში გადამიზარდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი